|
2017-11-27 13:37:56, 1757 ნახვა
კომენტარი
ზურაბ პატარაძე: დღეს თითოეული ჩვენგანისთვის მძიმე დღეა
დღეს საქართველო სასტუმრო „ლეო გრანდში" ტრაგედიის დროს დაღუპულ მოქალაქეებს გლოვობს. დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ქალაქის მერმა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეთხვევის ადგილი ყვავილებით შეამკეს. მეოთხე დღეა ტრაგედიის ადგილას რიგით მოქალაქეებსა და დაღუპულის ახლობლებს თანაგრძნობის ნიშნად ყვავილები მიაქვთ და მათი ხსოვნის პატივსაცემად სანთლებს ანთებენ. „დღეს თითოეული ჩვენგანისთვის მძიმე დღეა. გლოვობს მთელი ქვეყანა. განსაკუთრებული განცდა არის ჩვენ ქალაქში, ჩვენ რეგიონში. კიდევ ერთხელ, მინდა მივუსამძიმრო ოჯახის წევრებს, ნათესავებს, ახლობლებს, თანაქალაქელებს" - განაცხადა ზურაბ პატარაძემ. 27 ნოემბერი, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად, ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. 24 ნოემბერს ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)