|
2017-11-25 17:17:51, 2186 ნახვა
კომენტარი
ნიკოლოზ სირაძე: კიბე, რომელიც სასტუმრო „ლეო გრანდშია“, უსაფრთხოების მინიმალურ ნორმებსაც კი ვერ აკმაყოფილებდა
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, ნიკოლოზ სირაძის განცხადებით, კიბე, რომელიც სასტუმრო "ლეო გრანდშია", უსაფრთხოების მინიმალურ ნორმებსაც ვერ აკმაყოფილებდა. როგორც სირაძემ განმარტა, კიბის გამოყენება შეუძლებელი იყო. "წინასწარი მონაცემებით კიბე, რომელიც სასტუმრო "ლეო გრანდის" შენობაშია, ვერ აკმაყოფილებდა სახანძრო უსაფრთხოების მინიმალურ ნორმებსაც კი. შესაბამისად, მისი გამოყენება საგანგებო სიტუაციის შექმნის დროს პრაქტიკულად შეუძლებელი იყო", - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის დირექტორმა. შეგახსენებთ, ხანძრის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 10 საქართველოს, 1 კი, ირანის მოქალაქეა. ამასთან, დაშავდა 21 ადამიანი. მათგან 14 საავადმყოფოდან უკვე გაეწერა, 7 კი, სხვადასხვა კლინიკებში განაგრძობს მკურნალობას. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლით მიმდინარეობს (უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევა, რასაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა“).
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)