|
2017-11-24 18:39:08, 2098 ნახვა
კომენტარი
გაბრიელ სალოსის ქუჩის მცხოვრებლებს საცხოვრებელ კორპუსში შესვლის შესაძლებლობა აღდგენითი სამუშაოების შემდეგ ექნებათ
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩის მცხოვრებლებს საკუთარ საცხოვრებელ სახლებში შესვლის შესაძლებლობა საგამოძიებო მოქმედებებისა და აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ ექნებათ. „როგორც კი საგამოძიებო სამუშაოები დასრულდება, მაშინვე შევდივართ და ვიწყებთ აღდგენით სამუშაოებს, მაგრამ იქამდე ველოდებით საგამოძიებო ჯგუფის გამოსვლას“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, იმ საცხოვრებელი კორპუსის აღდგენის საკითხს, სადაც სპეციალური ოპერაცია ჩატარდა, თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებული მუნიციპალური ლაბორატორია შეისწავლის. „ამის შემდეგ გვექნება სრული სურათი, დაექვემდებარება თუ არა სახლი აღდგენას. თუ დაექვემდებარება, შესაბამის სამუშაოებს დავიწყებთ. თუ იქნება გარკვეული პრობლემები და აღდგენითი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელი გახდება, რა თქმა უნდა, არ განვახორციელებთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)