|
2017-11-22 18:51:56, 5099 ნახვა
სხვადასხვა
„მოკლული ძმისთვის ათასებს მოგკითხავთ“ - სოციალურ ქსელში მუქარის შემცველი კომენტარები გავრცელდა
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე, სადაც სავარაუდოდ გარდაცვლილი, ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირია ასახული, ერთ-ერთმა მომხმარებელმა მუქარის შემცველი კომენტარები დაწერა. კერძოდ, მომხმარებელმა სახელით Vind Ex, ფოტოზე შემდეგი შინაარსის კომენტარები დაწერა: „მოკლული ძმისთვის ათასებს მოგკითხავთ, მალე დავბრუნდებით“; „თავებს დაგაჭრით ქაფორებო, მიწა ღვთისაა და არა თქვენი“. ამ დროისთვის აღნიშნულ მომხმარებელს Facebook-ის პროფილი გაუქმებული აქვს. „ექსპრესნიუსმა“ ინფორმაცია შესაბამის უწყებებს უკვე მიაწოდა. შეგახსენებთ, თბილისში, გაბრიელ სალოსის გამზირზე ანტიტერორისტული სპეცოპერაცია 20 საათს გაგრძელდა. სპეცოპერაციის შედეგად ერთი სპეცრაზმელი დაიღუპა. ინფორმაცია ვრცელდება კიდევ რამდენიმე ადამიანის დაჭრისა და ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების ლიკვიდაციის შესახებ, თუმცა ამ ინფორმაციებს ოფიციალური უწყებები ჯერჯერობით არ ადასტურებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)