|
2017-11-17 19:22:54, 2832 ნახვა
სხვადასხვა
ჩინეთში თავის გადანერგვის პირველი ოპერაცია ჩატარდა
ჩინეთში თავის გადანერგვის მხოფლიოში პირველი ოპერაცია ჩატარდა, - ამის შესახებ The Telegraph იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ოპერაცია ცხედარს ჩაუტარდა და ის 18 საათის განმავლობაში გაგრძელდა. მედიის ცნობით, მოხერხდა ხერხემლის, ნერვების და სისხლძარღვების აღდგენა. იტალიელი ნეიროქირურგის სერჯიო კანავეროს შეფასებით, ოპერაცია წარმატებით ჩატარდა. მისივე თქმით, ცოცხალი ადამიანის თავის ტრანსპლანტაციის ოპერაცია უახლოეს მომავალში ჩატარდება. ცნობისთვის, 2016 წელს კანავერომ გამოაქვეყნდა ვიდეო, რომელშიც ჩანან ცხოველები (თაგვი და ძაღლი), რომლებსაც თავის გადანერგვის ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდათ. აღსანიშნავია, რომ ცხედარზე თავის გადანერგვის ოპერაცია ცდის ფარგლებში ჩატარდა, რათა უახლოეს მომავალში რუს პროგრამისტს ჩაუტარდეს. ამასთან, ეს ინფორმაცია ჯერ არ ზუსტდება.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)