|
2017-11-14 16:11:04, 1925 ნახვა
კომენტარი
თეა პერტაია გიორგი მღებრიშვილზე: მაღალტექნოლოგიური პოლიციის მოდელის საქართველოში დანერგვის იდეა მას ეკუთვნის
„ის ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ უსწრებდა რეალობას... ალბათ, ესაა მისი სუსტი და ძლიერი მხარეც“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თეა პერტაია შს ყოფილ მინისტრთან, გიორგი მღებრიშვილთან დაკავშირებით Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. „ადამიანი, რომელსაც ეს პოსტი ეხება, ერთგული პიროვნება, უღალატო მეგობარი და სამართლიანი მენეჯერია... წლებია, ვიცნობ და არასდროს უღალატია ღირსებისთვის, სიტყვისთვის, საქმისთვის... პოლიციელის ოჯახიდანაა და კარგად აქვს გათავისებული სამართალდამცველის ტკივილიც და სიხარულიც... ძალიან განიცდიდა, თუ ვინმე პოლიციას საზოგადოებისგან განყენებულ მხარედ განიხილავდა. ხშირად ამბობდა, რომ პოლიცია - ესაა საზოგადოების საიმედო და ძლიერი ნაწილი. შედეგად, მან შექმნა საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის კონცეფცია. ის ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ უსწრებდა რეალობას... ალბათ, ესაა მისი სუსტი და ძლიერი მხარეც... ესაა ის, რაც ბევრმა არ იცის... თუმცა, რაც უკვე ცნობილია და ვფიქრობ, ისტორია კიდევ უფრო უკეთ აღნუსხავს, არის ის, რომ იგი პროგრესულად მოაზროვნე, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანია. მას ეკუთვნის ახალი თაობის, 21-ე საუკუნის მაღალტექნოლოგიური პოლიციის მოდელის საქართველოში დანერგვის იდეა, რომლის ფუნდამენტიც უკვე ჩაყრილია. მსგავსი პროექტის ანალოგი მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე, ყველაზე განვითარებულ ქვეყანას აქვს. და, რაც მთავარია, ის იდეებს ყოველთვის ხორცს ასხამს და ამას 24 საათიანი, დაუღალავი მუშაობის შედეგად აღწევს. სადაც არ უნდა იყოს, აუცილებლად გარდაქმნის უწყებას ადამიანებზე, მათ საჭიროებებზე ორიენტირებულ ცოცხალ ორგანიზმად და არა ბიუროკრატიულ მანქანად. რთული იყო ბეწვის ხიდზე სიარული… რთული იყო წონასწორობის შენარჩუნება ძლიერ, საიმედო პოლიციასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე მაქსიმალურად ორიენტირებულ მიდგომებს შორის... იყო რთული გამოწვევები, რომლებსაც, ვფიქრობ, მან ისევე ღირსეულად გაართვა თავი, როგორც ყოველთვის... ამას მომავალი უფრო მკაფიოდ გამოაჩენს“,- წერს პერტაია. ცნობისთვის, გიორგი მღებრიშვილი საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს უხელმძღვანელებს.
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
BOG-ის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)