|
2017-11-09 20:30:09, 1705 ნახვა
სპეციალური ანონსი
10 ნოემბრის ანონსი
10 ნოემბერს, 10:45 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდება. თემა: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმდინარეობა. მის.: აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ (ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრი) საკონტაქტო პირი სოფო ჭუმბურიძე - 599 120009 10 ნოემბერს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი გაბედავას სასამართლო პროცესი გაიმართება, რომელიც 6 ნოემბერს შს მინისტრის მიმართ უცენზური შინაარსის პლაკატის გამო დაკავებას ეხება. 10 ნოემბერს, 14:00 საათზე, ბაზალეთის დასასვენებელ კომპლექსში „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართება. საკონტაქტო პირები: მაკუნა ჟვანია - 5 99 43 43 08, თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08; თეონა ოთანაძე - 577 95 11 15 10 ნოემბერს, 14:00 საათზე, თბილისის მერი დავით ნარმანია სამწლიან ანგარიშს წარადგენს. 10 ნოემბერს, 15.00 საათზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების და განვითარების პროგრამა ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში, ბიზნესსაკონსულტაციო კომპანიებთან ერთობლივ შეხვედრას გამართავენ. 10 ნოემბერს, 16:00 საათზე, საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება. 10 ნოემბერს, 20:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრში ბიზნესგამოცემა Forbes Georgia-ს საიუბილეო მიღება გაიმართება. საკონტაქტო პირი ლელიკო მირიჯანაშვილი -599 244012
1988 წლიდან პირველად დემოკრატმა ჯეიმს ტალარიკომ ტეხასში გაიმარჯვა
დემოკრატებმა კანზასის შტატის სენატის არჩევნებში პირველად 94 წლის შემდეგ გაიმარჯვეს
სამარასთან ახლოს უკრაინის თავდასხმის შემდეგ, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საწყობი მეორე დღეა იწვის.
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)