|
2017-11-09 13:46:03, 1962 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე: მშენებლობაზე რეგულაციების გამკაცრება ჩვენთვის პრიორიტეტულია
თბილისის ახლადარჩეული მერის, კახა კალაძის განცხადებით, რეგულაციების გამკაცრება მშენებლობაზე პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია, რადგან ის ადამიანების უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს დეველოპერებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა, სადაც „შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესებთან“ დაკავშირებით მთავრობის დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ ისაუბრეს. ახლადარჩეული მერის განმარტებით, შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესებში გარკვეული ცვლილებები შედის. „დეველოპერებიც თანხმდებიან და მხარს გვიჭერენ, რომ ახალი შენობა-ნაგებობები უნდა იყოს მოპირკეთებული და არა მხოლოდ შეღებილი, რაც ამახინჯკებს ქალაქის იერ-სახეს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვიმუშავებთ, წარმოვადგენთ კონკრეტულ სტანდარტიზაციას და დარწმუნებული ვარ, ის, რაც ჩვენ ყველას გვაწუხებს იერ-სახის ნაწილში, მომდევნო წლების განმავლობაში შეცვლილი იქნება“, - განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, რეგულაციები, ძირითადად, ახალ მშენებლობებს შეეხება, გავრცელდება იმ კომპანიებზე, რომლებსაც მშენებლობის ნებართვა არ აქვთ აღებული, თუმცა მომზადებული აქვთ განაშენიანების რეგულირების გეგმა (გრგ). „რაც შეეხება მიშენებებს, ძალიან დიდი ნაწილი უკვე დაკანონებულია და ჩვენ კერძო საკუთრებას არ შევეხებით“, - აღნიშნა მან. კახა კალაძემ კომენტარი დაუსრულებელ მშენებლობებზეც გააკეთა და განაცხადა, რომ ეს სერიოზული პრობლემაა ქალაქისთვის. „რამდენიმე კომპანიაა არსებობს, რომლებიც ფლობენ მსგავს შენობა-დაგებობებს. მათ შეექმნათ გარკვეული ფინანსური პრობლემები, იმ ადამიანებს კი, რომლებსაც ავანსი ჰქონდათ გადახდილი, სერიოზული ზიანი მიადგათ. მუშაობა ამ საკითხზეც დაიწყება და შემუშავდება ხედვა, თუ რა უნდა გაკეთდეს ამ პრობლემის მოსაგვარებლად“, - თქვა დედაქალაქის ახლადარჩეულმა მერმა. კახა კალაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად, სამშენებლო და დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებს დღეს შეხვდა.
(NS)
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)