|
2017-11-08 15:47:31, 1638 ნახვა
კომენტარი
ციხელაშვილი: ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროსაბჭოს გენმდივნის ანგარიში, საერთაშორისო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი წყაროა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის მე-16 კონსოლიდირებული ანგარიშის - "კონფლიქტი საქართველოში" დაგეგმილ განხილვას გამოეხმაურა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული ანგარიში ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების თაობაზე, საერთაშორისო საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წყაროა. „მომზადდა უკვე მე-16 კონსოლიდირებული ანგარიში ევროსაბჭოს გენერალური მდივნის საქართველოში გადაუჭრელი კონფლიქტის პირობებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ეს ანგარიში არის ძალიან მნიშვნელოვანი წყარო საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ჩვენი პარტნიორებისთვისაც იმ ვითარების თაობაზე, რომელიც არის შექმნილი მიუხედავად იმისა, რომ არ ეძლევა საშუალება ევროსაბჭოს გენერალური მდივნის წარმომადგენლებს უშუალოდ შევიდნენ ამ ტერიტორიებზე და ნახონ ის ვითარება, რაშიც იმყოფება ჩვენი მოსახლეობა, ის მძიმე გამოწვევები, რომელიც მათ აწუხებთ, როგორც ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ისე ადამიანის უფლებების თვალსაზრისით. ამ ანგარიშში კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ყველაზე მწვავე პრობლემებს, რომელიც უკავშირდება იგივე გალის ქართველი მოსახლეობის მდგომარეობას, მრავალმხრივ შეზღუდვებს, რომელიც მათ მიმართ ხორციელდება, დაწყებული მშობლიურ ენაზე განათლების უფლების და შესაძლებლობის შეზღუდვიდან, დასრულებული საკუთარი საკუთრების განკარგვის შესაძლებლობით, გადაადგილების თავისუფლების დამატებით შეზღუდვით და, ბუნებრივია, ამ და ყველა იმ პრობლემაზე საუბრით და აღწერით ეს კონსოლიდირებული ანგარიში ჩვენს პარტნიორებს აწვდის ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას, თუ რა ხდება დღეს, რა ტიპის რეაგირებებია საჭირო და რომ აუცილებელია მოძრაობა იმისაკენ, რათა გავამარტივოთ ამ ადამიანების მდგომარეობა საერთო ძალისხმევით და ვიმოძრაოთ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრისაკენ“,-აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა. ანგარიში მოიცავს პერიოდს 2017 წლის აპრილიდან 2017 წლის სექტემბრის ჩათვლით. ანგარიშის განხილვაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი. მე-16 კონსოლიდირებულ ანგარიშში გენერალური მდივანი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე. აგრეთვე ეთნიკური ქართველებისთვის უფლებების შეზღუდვაზე მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვის შემდეგ აფხაზეთის რეგიონში შექმნილ მძიმე ვითარებაზე. ანგარიშში ხაზი გაესვა ისეთ საკითხებს, როგორიცაა სოფელ ერედვში ქართველთა კუთვნილი სახლების განადგურების ფაქტები, გამშვები პუნქტების დახურვა, ე.წ. ბორდერიზაცია, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, ეთნიკური ნიშნით შევიწროვება და სხვა სახის პრობლემები.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)