|
2017-11-08 13:42:37, 1969 ნახვა
კომენტარი
დოლიძე: ნდობის ფონდის იდეა მომწონს, მაგრამ ეს ჯერჯერობით ევროპარლამენტში განხილვის საგანია
„ნდობის ფონდის იდეა მე მომწონს, მაგრამ ეს არის ჯერჯერობით ევროპარლამენტში წამოწეული განხილვის საგანი, რომელიც შესაძლებელია ითვალისწინებდეს კრიზისულ ვითარებაში ამ სამი ქვეყნისთვის დახმარების წარმოჩენასა და გამოცდილების გაზიარებას“,-ასე გამოეხმაურა ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ევროპარლამენტის ინიციატივას საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვასთვის ნდობის ფონდის შექმნის თაობაზე. „ამიტომ მე ამაში კარგის მეტს ვერაფერს ვხედავ. არა მხოლოდ ევროკავშირში, ნატო-ს თვალსაზრისითაც ჩვენ გვქონია ამგვარი ნდობის ფონდები სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში და თუკი აღმასრულებელ დონეზე ევროკომისიაში იქნება მიღებული ამგვარი გადაწყვეტილება, არ იქნებოდა ურიგო. მოდით, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ინიცირება და პოლიტიკური ნება-სურვილი და ინიციატივა ევროპარლამენტისა. ჩემი აზრით, კარგი იდეაა, მაგრამ ამას სჭირდება განვრცობა, განვითარება, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება. რამდენად მოხერხდება ეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე, ამას თვითონ პროცესი გვიჩვენებს“,-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ. შეგახსენებთ, ევროპარლამენტი ახალი ინიციატივით გამოდის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე, ევროკავშირის საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან ურთიერთობების გაღრმავება მოხდეს, - ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ ანგარიშშია ნათქვამი. სხვა საკითხებთან ერთად, ანგარიშში საუბარია საქართველოსთვის, უკრაინისათვის და მოლდოვასთვის მიზნობრივი ფონდის შექმნაზე. უფრო კონკრეტულად კი, მიზნობრივი ფონდი არის განვითარების ინსტრუმენტი, რომელიც ევროკავშირის მისცემს შესაძლებლობას კრიზისულ და პოსტკრიზისულ სიტუაციებში სწრაფად და მოქნილად იმოქმედოს. ამ ფონდის ფარგლებში მოზიდული იქნება საჯარო და კერძო დონორების რესურსები, რათა სოციალური და ეკონომიკური გაუმჯობესების პროექტებში ინვესტირება მოხდეს.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)