|
2017-11-07 13:52:28, 2423 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი Paradise Papers-ის „შავი სიის“ შედგენას გეგმავს
Paradise Papers-ის მასალების გამოქვეყნების შემდეგ, ევროკავშირი ე.წ. შავი სიის შექმნის საკითხს განიხილავს, - ამის შესახებ Reuters იუწყება. როგორც ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარმა პიერ მოსკოვიჩმა განაცხადა, Paradise Papers-ს სანქციები უნდა მოჰყვეს. შეგახსენებთ, რომ გერმანულმა გაზეთმა Süddeutsche Zeitung-მა დოკუმენტები - Paradise Papers, სადაც ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიებზე მსოფლიოს წამყვანი პოლიტიკოსების, კომპანიებისა და ცნობილი ადამიანების მიერ გადარიცხული თანხების შესახებ წერია. სიაში არსებული პირები თუ კომპანიები გადასახადების დამალვის მიზნით, მილიონობით დოლარს რიცხავდნენ ოფშორში. Paradise Papers-ი 13.4 მილიონ ფაილს შეიცავს. გერანულმა გამოცემამ დოკუმენტები ჟურნალისტური გამოძიების საერთაშორისო კონსორციუმს გაუზიარა, რომელთა პარტნიორებიც არიან The Guardian-ი, BBC და The New York Times-ი. ცნობისთვის, 2016 წელს გავრცელდა პანამის დოკუმენტები, რომლებიც ამ შინაარსის მასალებს შეიცავდა. პანამის დოკუმენტები - ჟურნალისტური გამოძიების საერთაშორისო კონსორციუმმა Mossack Fonseca-ს სერვერიდან აიღო. მასალა 2.6 ტერაბაიტის მოცულობის იყო. ის შეიცავდა ინფორმაციას ოფშორული კომპანიების შესახებ, რომლებსაც ქვეყნების მოქმედი და ყოფილი ლიდერები, პოლიტიკოსები, ცნობილი ადამიანები და სპორტსმენები იყენებდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)