14:21 - 19 Sep, 2026
|
2017-11-07 11:30:17, 2356 ნახვა
მსოფლიო
„РИА Новости“-ის ჟურნალისტი უკრაინაში არ შეუშვეს
„РИА Новости“-ის ჟურნალისტი ზახარ ვინოგრადოვი უკრაინაში არ შეუშვეს, - ამის შესახებ Ria იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ჟურნალისტს ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლა 5 წლით აუკრძალა. როგორც თავად ჟურნალისტი აცხადებს, ის უკრაინაში მატარებლით მიემგზავრებოდა. საბუთების შემოწმების დროს ის მატარებლიდან ჩამოსვეს. "მითხრეს, რომ 5 წლით უკრაინაში შესვლა მეკრძალება, თუმცა მიზეზები არ განმიმარტეს. 18:00 საათიან მატარებელს გავყვები და ისევ მოსკოვში ჩავალ. ახლა საბუთებს ამზადებენ", - დასძინა ვინოგრადოვმა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ქვეყანაში კიდევ ერთი ჟურნალისტი, НТВ-ს კორესპონდენტი ვიაჩესლავ ნემიშევი არ შეუშვა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)