|
2017-11-06 20:31:45, 2237 ნახვა
სამართალი
შსს-თან გიორგი გაბედავა დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციის დროს, უფლებადამცველი გიორგი გაბედავა დააკავეს. დაკავების მიზეზი პლაკატის მეშვეობით, მინისტრის უცენზურო მოხსენიება და პოლიციის მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობა გახდა. გიორგი გაბედავამ ნუცუბიძეზე მომხდარი ინციდენტი გააპროტესტა. ასევე გაბედავა და მასთან ერთად მყოფები აპირებდნენ საბურავების დაწვასაც, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. გიორგი გაბედავას განცხადებით, ინციდენტის ამსახველი სრული ვიდეოჩანაწერი უნდა გასაჯაროვდეს. შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, საღამოს, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეებმა მეზობლური კონფლიქტის ფაქტზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. შემთხვევის ადგილზე მისულმა პატრულ-ინსპექტორებმა კონფლიქტი განმუხტეს და კანონით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება დაიწყეს, რა დროსაც მათთან, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი მივიდა. „იგი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა და შეურაცხყოფას აყენებდა მოქალაქეს, რომელმაც საპატრულო პოლიცია გამოიძახა, ასევე, გარშემო მყოფ პირებს და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს. პატრულ-ინსპექტორებმა მამაკაცს არაერთგზის მოუწოდეს წესრიგისა და კანონის დაცვისკენ, თუმცა იგი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და კიდევ უფრო აგრესიული გახდა. აღნიშნული პირის, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს, იგი უეცრად შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჩატარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. თვითმხილველების თქმით, დაკავებისას მამაკაცი ამბობდა, რომ ცუდად იყო, თუმცა არ დაუჯერეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, ნუცუბიძის მე-4 პლატოზე ახალგაზრდა მამაკაცის დასახმარებლად სასწრაფო დახმარების ბრიგადა პირველად სწორედ პატრულ-ინსპექტორმა გამოიძახა. საქმეს მთავარი პროკურატურა იძიებს, რომელიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გამოძიების მიმდინარეობაზე ინფორმაციას ავრცელებს და დამატებით განმარტავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოსამართლის განჩინების საფუძველზე ამოღებული იქნა უშუალოდ ინციდენტის დროს, ადგილზე გამოძახებული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის სამხრე კამერებისა და საპატრულო ავტომანქანაზე დამონტაჟებული კამერის ჩანაწერები, ასევე დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია, სადაც აღმოჩნდა გარე პერიმეტრის მხოლოდ ერთადერთი ვიდეოკამერა, ამოღებული იქნა შესაბამისი ვიდეოჩანაწერი, თუმცა იგი არ ფარავს პ.პ-ს ადმინისტრაციულად დაკავების ადგილს. პროკურატურის ცნობითვე, სამხრე კამერების მიერ ნუცუბიძეზე მომხდარი ინციდენი და პირის დაკავება დაფიქსირებული არ არის. კერძოდ, უწყებაში ამბობენ, რომ ერთ–ერთმა პატრულ ინსპექტორმა სამხრე კამერა მხოლოდ მამაკაცის შეუძლოდ გახდომისა და ადმინისტრაციული წესით დაკავების შემდეგ ჩართო, მეორე ინსპექტორის სამხრე კამერა კი ჩართული საერთოდ არ ყოფილა.
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)