|
2017-11-06 12:31:09, 2322 ნახვა
მსოფლიო
„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი ერაყიდან სირიაში ტაქსით გაემგზავრა
ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ ერაყის ტერიტორია ყვითელი ტაქსით დატოვა, - ამის შესახებ Ad Dustour იუწყება. როგორც მედია საშუალება სანდო წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, ალ-ბაღდადი სირიაში გაემგზავრა. მედიის ცნობით, ის სავარაუდოდ სირიის ქალაქ დეირ ალ-ზორში იმყოფება, რომელიც რამდენიმე დღის წინ სირიის არმიამ ტერორისტებისგან გაათავისუფლა. სააგენტო წერს, რომ ალ-ბაღდადიმ ტერიტორიის დატოვება საკუთარი უსაფრთხოების გამო გადაწყვიტა და ყვითელი ტაქსი იმის გამო შეარჩია, რომ არავის შეემჩნია. ცნობისთვის, 16 ივნისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ალ-ბაღდადი დაიღუპა. 1 სექტემბერს კი აშშ-ის კოალიციამ განაცხადა, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი სავარაუდოდ ცოცხალია. შეგახსენებთ, რომ 29 სექტემბერს, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადმა აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა. 46-წუთიან ჩანაწერში აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი სირიასა და ერაყში მიმდინარე მოვლენებზე, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და იაპონიის მიმართ ჩრდილოეთ კორეის საფრთხეებზე საუბრობს. ამასთან, ალ-ბაღდადი მიმდევრებს მოუწოდებს დაწვან მტრები და მთელი ძალები „ურწმუნოთა მედია-ცენტრებზე“ მიმართონ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)