14:23 - 19 Sep, 2026
|
2017-11-04 10:32:18, 2239 ნახვა
მსოფლიო
კარლეს პუჩდემონი კატალონიაში 21 დეკემბრის დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
კატალონიის ყოფილი მეთაურის კარლეს პუჩდემონის განცხადებით, ის მზადაა, 21 დეკემბერს დანიშნულ რეგიონის არჩევნებში პირადად მიიღოს მონაწილეობა, - ამის შესახებ RTBF იუწყება. როგორც პუჩდემონმა აღნიშნა, არჩევნები ნორმალურ პირორბებში უნდა ჩატარდეს. “ვერ გეტყვით, რამდენად ნეიტრალური, დამოუკიდებელი და ნორმალური შეიძლება იყოს ეს არჩევნები ციხეში მოთავსებული მთავრობის წევრებისთვის. შემიძლია მონაწილეობა მივიღო კამპანიაში, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ გლობალიზებულ მსოფლიოში“, - განაცხადა პუჩდემონმა. შეგახსენებთ, რომ კატალონიის ყოფილი მეთაური ამჟამად ბელგიაში იმყოფება. ესპანეთის სასამართლომ მისი დაკავების ევრპული ორდერი გასცა. პუჩდემონის გარდ, გენერალიტეტის კიდევ 8 ყოფილი წევრია დაკავებული.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)