|
2017-11-03 16:16:43, 1833 ნახვა
კომენტარი
დიმიტრი ქუმსიშვილი: 2021 წლამდე პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის ხელფასების ზრდა შეზღუდულია
ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატის კითხვაზე საპასუხოდ განმარტა, თუ რა განსაზღვრავს სავალუტო ბაზარზე მოკლევადიან ცვლილებებს. მისი თქმით, სავალუტო ბაზარზე მოკლევადიან ცვლილებებს ბაზრის მონაწილეთა ქცევა განსაზღვრავს, ხოლო მათ ქცევებზე მოლოდინები ზეგავლენას ახდენს: "ისევე, როგორც კონკრეტულად ის მარტივი მოთხოვნა-მიწოდების საჭიროება, რომელიც მათ გააჩნიათ, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდა ჩვენი მოქალაქეებისთვის იმიტომ, რომ ეკონომიკური ზრდა თავის თავში მრავალ კომპონენტს შეიცავს, მათ შორის შეიცავს დასაქმებას, მათ შორის ხელფასების ზრდას და ა.შ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ ის პოლიტიკა, რომელსაც ვატარებთ უცხოურ ვალუტაზე დამოკიდებულების შემცირებასთან დაკავშირებით, სადაც ერთმნიშვნელოვნად გვაქვს შედეგები ლარიზაციის მიმართულებით, ფიზიკური პირების სესხების ნაწილში 12%-იანი გაუმჯობესება გვაქვს, ხოლო მიკროსაფინანსო სექტორის ნაწილში პრაქტიკულად პორტფელის 70%-ია გალარებული. მესამე კომპონენტია ის, რომ ინფლაციის მოთოკვისთვის ეროვნულ ბანკს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი და შესაბამისად, როგორც კი ინფლაციის საშიშროებას დაინახავს, სადაც ჩათვლის, რომ უნდა ჩაერიოს, ის აუცილებლად ჩაერევა",-განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. რაც შეეხება პოლიტიკური თანამდებობის პირების ხელფასებს, ქუმსიშვილის თქმით, 2021 წლამდე პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის ხელფასების ზრდა შეზღუდულია: " რაც წელს გვექნება, ის ექნება 2021 წლისთვის პოლიტიკური თანამდებობის პირებს და მხოლოდ 2021 წლიდან იქნება შესაძლებელ , რომ მათ აუმოქმედდეთ კოეფიციენტები",-აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ჰუმანიტარული დახმარების განაწილების დროს რუსებმა ზაპოროჟია დაბომბეს 29 დაიღუპა 48 ადამიანი დაკარგულად ითვლება
არასრულწლოვანს ფიზიკური ძალადობით, მოწყალების თხოვნასა და დღიურად 100 ლარის შეგროვებას აიძულებდნენ -დაკავებულია ორი პირი - ვიდეო
აშშ-ში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის ბედსაც გადაწყვეტს
კობახიძე ბრიუსელში „ევრონიუსის" ორგანიზებით დაგეგმილ სამიტზე მიდის
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
ჰუმანიტარული დახმარების განაწილების დროს რუსებმა ზაპოროჟია დაბომბეს 29 დაიღუპა 48 ადამიანი დაკარგულად ითვლება
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)