10:48 - 03 Nov, 2026
|
2017-11-03 15:22:11, 2419 ნახვა
კომენტარი
გიორგი კანდელაკი: სად არის, რატომ არ წარმოადგენს ბიუჯეტის პროექტს პრემიერ-მინისტრი?
"ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი დაინტერესდა, პარლამენტს ბიუჯეტის პროექტი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა რატომ არ წარუდგინა, როგორც ამას, მისივე განმარტებით, კანონმდებლობა ითვალისწინებს. "მაინტერესებს, მოგვახსენეთ, სად არის ამჟამად, ამ მომენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რატომ არ წარმოადგენს ბიუჯეტის პროექტს პრემიერ-მინისტრი, რადგან საქართველოს კანონების თანახმად, ბიუჯეტი უნდა წარმოადგინოს პრემიერ-მინისტრმა, რა არის ის უფრო მნიშვნელოვანი საქმე, რის გამოც ის დღეს პარლამენტს არ წარუდგენს დოკუმენტს, რომელიც აისახება ჩვენი ხალხის ჯიბეზე პირდაპირ",-მიმართა გიორგი კანდელაკმა ფინანსთა მინისტრ, პირველ ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილს, რომელიც დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ბიუჯეტის პროექტს აცნობს.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)