|
2017-11-03 13:39:01, 2723 ნახვა
მსოფლიო
სირიის ჯარმა ISIS-ის მიერ კონტროლირებადი ბოლო ქალაქი გაათავისუფლა (ვიდეო)
სირიის ჯარმა ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მიერ კონტროლირებადი ბოლო ქალაქი აიღო, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ქალაქი დეირ ალ-ზორი, ისლამისტებმა 2014 წელს დაიკავეს. მედიის ცნობით, სამხედრო ოპერაციაში ქალაქის გასათავისუფლებად სირიის ჯართან ერთად, რუსი ჯარისკაცებიც იბრძოდნენ. მათ ასევე ლიბანის მოძრაობის "ჰეზბოლას" წევრები ეხმარებოდნენ. როგორც BBC წერს, ქალაქი დეირ ალ-ზორი სირიაში ტერორისტების ბოლო დასაყრდენი იყო. ამ დროისთვის ქალაქის ქუჩებში სირიის სახელისუფლებო არმიის ჯარისკაცები პატრულირებენ. მიმდინარეობს საბოლოო "გაწმენდითი" მოქმედებები. ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ქალაქის გათავისუფლების ოპერაცია რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. ცნობისთვის, "ისლამურმა სახელმწიფომ" ბოლო საყრდენი ადგილი ერაყის ქალაქ მოსულშიც დაკარგა. ერაყის სამხედრო ძალებმა მოსულის გათავისუფლება მიმდინარე წლის 29 ივნისს შეძლეს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)