13:23 - 19 Sep, 2026
|
2017-11-03 12:56:35, 2192 ნახვა
მსოფლიო
ჩიკაგოში, „სტარბაქსის“ კაფეში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
ჩიკაგოში, „სტარბაქსის“ კაფეში სროლას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ Chicago Tribune იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, კაფეში ნიღბიანი მამაკაცი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. თავდასხმის შედეგად 28 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, 2 ადამიანი კი, მძიმედ დაშავდა, მათ შორის 12 წლის ბავშვია. ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბოროტმოქმედი ადგილიდან მიიმალა. წინასწარი ვერსიით, სროლის მიზეზი შესაძლოა, თავდამსხმელსა და გარდაცვლილ მამაკაცს შორის წარუმატებელი გარიგება გახდა. პოლიციის თქმით, შესაძლოა ბოროტმოქმედმა გარდაცვლილისგან ნარკოტიკები შეიძინა. მედიის ცნობით, მამაკაცს პოლიცია ეძებს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)