|
2017-11-02 18:35:39, 2272 ნახვა
მსოფლიო
2012-2016 წლებში, მსოფლიოს მასშტაბით 530 ჟურნალისტი დაიღუპა
UNESCO-ის ინფორმაციით, 2012-2016 წლებში მსოფლიოს მასშტაბით 530 ჟურნალისტი დაიღუპა. უფლებადაცვითი ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ ცნობით, მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში 47 ჟურნალისტია მოკლული. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, 10-დან 9 შემთხვევაში დამნაშავე პასუხისგებაში არ მიეცა. გაერო-ს ინფორმაციით, 2012 წლიდან ჟურნალისტებისთვის ყველაზე სახიფათოდ არაბული ქვეყნების რეგიონი ითვლება. ეს პირველ რიგში სირიაში, ერაყსა და იემენში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტებით არის გამოწვეული. ამასთან, ორგანიზაციის ცნობით, ყველაზე მეტი ჟურნალისტი (13 ჟურნალისტი) 2016 წელს ავღანეთში დაიღუპა. ცნობისთვის, 2 ნოემბერი ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის დაუსჯელობის შეწყვეტის საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი აირჩიეს სპეციალურად, რადგან 2013 წლის 2 ნოემბერს მალიში 2 ფრანგი ჟურნალისტი მოკლეს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)