05:02 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-02 10:28:20, 2093 ნახვა

მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილს ლტოლვილის სტატუსის მიღებაზე უარი მეორედ უთხრეს

კიევის ოლქის მიგრაციის სახელმწიფო სამსახურმა უარი მითხრა ლტოლვილთა სტატუსის მინიჭებაზე, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. 

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ის მიგრაციის სამსახურის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. 

 

"მათი თქმით, მე არ მაქვს საფუძველი მეშინოდეს დევნის და ჩემს სიცოცხლეს ამ ქვეყანაში საფრთხე არ ემუქრება. და ეს მას შემდეგ, რაც გუშინ დეტალურად დავასაბუთე მიზეზები და რისკის შესაძლო საფუძვლები, რაც საქართველოში დევნის შემთხვევაში მემუქრება. ყველა მტკიცებულება, რასაც მე ვეყრდნობოდი განცხადების შეტანისას, რომლითაც დამატებით დაცვას ვითხოვდი, დასტურება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2015 წლის რეზოლუციით, რომელმაც დაადგინა, რომ მე და ჩემი გუნდის წევრებს პოლიტიკური ნიშნით გვდევნიდნენ. ასე რომ, მე არ ვეთანხმები მიგრაციის სამსახურის უარს და ამ გადაწყვეტილებას სასწრაფოდ გავასაჩივრებ კიევის საოლქო სასამართლოში", - წერს სააკაშვილი. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics