20:59 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-01 16:11:31, 1791 ნახვა

კომენტარი
ნადირაშვილი: კონსტიტუცია სამაგიდო წიგნადაა გადაქცეული, სპექტაკლში მონაწილეობას აღარ ვაპირებთ

,,რეალობა ის არის, რომ თქვენ თითონ კონსტიტუცია მიიღეთ ერთპარტიულად, პრაქტიკულად თავზე გადაახიეთ ქვეყანას და ოპოზიციას, ბონუსი დაიმატეთ და ეხლა გინდათ, რომ ეს გააუქმოთ, ბლოკები აკრძალეთ და ეხლა გინდათ, რომ პირიქით დააბრუნოთ. ეს არის თქვენი გაფუჭებული საქმის გამოსწორების მცდელობა’’, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ევროპული საქართველო“ „სპექტაკლში“ მონაწილეობის მიღებას აღარ აპირებს.

,,ჩვენი კოლეგების მხრდიან იყო კითხვები დასმული რას ეწინააღმდეგება ოპოზიცია და რატომ არ უჭერს მხარს ინიცირებულ ახალ კანონს კონსტიტუციასთან დაკავშირებით. მინდა, რომ საკითხი საერთოდ სხვაგვარად დავსვა - რას უნდა დავუჭიროთ მხარი? თუ ასეთი კარგი კონსტიტუცია მიიღეთ, რომ ტაშს გიკრავთ ვენეციის კომისია, მთელი საერთაშორისო საზოგადოება თურმე აღფრთოვანებულია ყველა ქვეყანაში და თურმე ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი, მაშინ საინტერესოა რატომ გახდა აუცილებელი კონსტიტუციის მიღებიდან ორ კვირაში თქვენს მიერვე მირებული კანონის შეცვლა.  ჩვენ რა თქმა უნდა მივიღებდით მონაწილეობას თუნდაც ამაში, რომ არ გვქონდეს ძალიან ცუდი გამოცდილება ამ საკითხზე თქვენთან თანამშრომლობის. ჩვენ რომ არ გვეყურებინა რამდენიმე თვის განმავლობაში როგორ დაარქვით სახალხო განხილვა საჯარო მოხელეების შეკრებას, როგორ განიხილეთ ერთი დოკუმენტი, გააგზავნეთ ვენეციის კომისიაში მეორე, მიიღეთ მესამე და ეხლა კიდევ მეოთხედ ცვლით. ამიტომ რიტორიკული კითხვების დასმა, რატომ არ ვუჭერთ მხარს არის სრულიად ზედმეტი. თქვენ თითონ მიიღეთ ახალი კონსტიტუცია თუ გინდათ ისევ. რაც გინდათ შიგნით ჩაასწორეთ, იგი სამაგიდო წიგნადაა გადაქცეული და ამ თემაზე აღარ ვაპირებთ ნამდვილად სპექტაკლში მონაწილეობის მიღებას“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics