|
2017-11-01 13:47:21, 1918 ნახვა
კომენტარი
ესტონეთის პრეზიდენტი: ვხედავთ, რომ საქართველო ნამდვილად იზრდება და ვითარდება
ესტონეთის პრეზიდენტმა თბილისში მიმდინარე საქართველო-ესტონეთის ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოსთან ბიზნეს კავშირების გამყარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. კერსტი კალიულაიდმა ესტონური ბიზნეს დელეგაციისთვის საქართველოს საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საქართველოში დემოკრატია და კანონის უზენაესობა იმ დონეზეა, რომ ბიზნესის განვითარების საშუალებას იძლევა. „ჩვენს ქვეყნებს შორის ბიზნესკავშირების გამყარება ძალიან მნიშვნელოვანია. ვხედავ ბევრ ესტონელ მეწარმეს, პოტენციურ ინვესტორს და ძალიან მახარებს ეს ფაქტი. მინახავს ბევრი დიდი და საშუალო ზომის კომპანიების წარმომადგენლები და მახარებს ის ფაქტი, რომ ამ ძალიან მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყანაში გხედავთ თქვენ ყველას.ეს კარგი მიდგომაა იმდენად, რამდენადაც ყველანი ვცდილობთ, ახალი შესაძლებლობები დავინახოთ საქართველოში და ზოგადად მსოფლიოში. გვახარებს ის, რომ საქართველო ნამდვილად ვითარდება.მცირე და საშუალო საწარმოები მოქნილი სეგმენტია ეკონომიკაში. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო იზრდება. ბევრ ასპექტში ვხედავთ თანამშრომლობის შესაძლებლობებს. მინდა აღვნიშნო თქვენს ქვეყანაში მოგების გადასახადის ტრანსფორმაცია. ამის შემდეგ ქვეყანა კიდევ უფრო სწრაფად გაიზრდება ეკონომიკურად. კაპიტალური ინვესტიციების განვითარების კუთხით, ვფიქრობ, უნდა შეიცვალოს საგადასახადო სისტემები მთელ მსოფლიოში. არსებული სოციალური მოდელები უნდა იყოს მორგებული იმაზე, რომ 50 წლის შემდეგაც გავუსწოროთ თვალი გამოწვევებს. ბევრი რამის სწავლა შეიძლება გამოწვევებით. მინდა მოგიწოდოთ, რომ მიიღოთ ჩვენი გარიგება და დააკვირდეთ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებას“, - აღნიშნა ესტონეთის პრეზიდენტმა.
კობახიძე ბრიუსელში „ევრონიუსის" ორგანიზებით დაგეგმილ სამიტზე მიდის
უკრაინამ იაროსლავში რუსეთის ყველაზე დიდ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორეჯერ დაარტყა
ტრამპი: აშშ-მ შესაძლოა ირანში პიკაქსის მთას დაარტყას
ვიტკოფი და კუშნერი აშშ-ის დელეგაციას რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებებში უხელმძღვანელებენ
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)