05:02 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-01 12:15:42, 2220 ნახვა

მსოფლიო
ტრამპის იმპიჩმენტის პეტიციას მილიონზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პეტიციას, 10 დღის განმავლობაში მილიონზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი, - ამის შესახებ Hill იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, პეტიცია ამერიკელი მილიარდერის ტომ სტაიერის ვებგვერდზეა განთავსებული. ტომ სტაიერი დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერია. მილიარდერი დონალდ ტრამპს კანონების დარღვევასა და აგრესიულ საგარეო პოლიტიკაში ადანაშაულებს. გარდა ამისა, სტაიერმა ტრამპის გადაწყვეტილება Obamacare-ის გაუქმებასთან დაკავშირებით  გააკრიტიკა. მან გუბერნატორებს, მერებსა და კანონმდებლებს ტრამპის იმპიჩმენტისთვის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

მედიის ცნობით, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს შესახებ პეტიციას 1,119,720 ხელმოწერა აქვს.

ტრამპი დაწყებულ კამპანიას Twitter-ზე უკვე გამოეხმაურა. "მატყუარა ტომ სტაიერი, თავიდანვე იბრძოდა ჩემს წინააღმდეგ და ჩემი პროგრამის წინააღმდეგ, თუმცა ის არჩევნებს არასდროს მოიგებს", - წერს ტრამპი.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის რეიტინგი მისი მმართველობის ერთი წლის თავზე საგრძნობლად დაეცა. კვლევის თანახმად, ამერიკის გამოკითხული მოსახლეობის 58% რესპუბლიკელი პრეზიდენტის პოლიტიკით უკმაყოფილოა. ამასთან, ტრამპს გამოკითხულთა მხოლოდ 38% ენდობა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics