13:27 - 19 Sep, 2026
|
2017-11-01 10:36:31, 2552 ნახვა
მსოფლიო
მანჰეტენზე მომხდარი ტერაქტის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა
ნიუ-იორკში, მანჰეტენზე განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. მანჰეტენზე უცნობი პირი ავტომობილით ჯერ ველობილიკზე შევარდა, შემდეგ კი, სასკოლო ავტობუსს შეეჯახა და მოქალაქეების მისამართით ცეცხლი გახსნა. სამართალდამცველებმა დაკავებისას ტერორისტი დაჭრეს. მისი მდგომარეობა კრიტიკულია. არსებული ინოფრმაციით, დაკავებული უზბეკეთის მოქალაქე, 29 წლის საიფულო საიპოვია, რომელიც აშშ-ში 2010 წლიდან იმყოფება. თავდამსხმელის ავტომობილში აღმოჩენილი წერილის თანახმად, საიპოვი ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით მოქმედებდა. გამოძიება ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)