13:24 - 19 Sep, 2026
|
2017-10-31 19:45:28, 2514 ნახვა
მსოფლიო
პუჩდემონი: კატალონიაში დავბრუნდები მაშინ, როდესაც უსაფრთხოების გარანტიები მექნება
კატალონიის ყოფილი მეთაურის კარლეს პუჩდემონის განცხადებით, ის ბელგიაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღების მიზნით არ ჩასულა, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც პუჩდემონმა აღნიშნა, ის ბრიუსელში იმისთვის, ჩავიდა, რომ თავისუფლად საუბრის საშუალება ჰქონოდა. "მე აქ პოლიტიკური თავშესაფრის მისაღებად არ ვარ. კატალონიაში დავბრუნდები მაშინ, როდესაც უსაფრთხოების გარანტიები მექნება. ბელგიაში და კონკრეტულად ბრიუსელში ჩამოვედი იმიტომ, რომ ეს ევროპის დედაქალაქია და მას აქ თავისუფლად საუბრის საშუალება აქვს", - განაცხადა პუჩდემონმა. გარდა ამისა, პუჩდემონის თქმით, ის მადრიდის მიერ დანიშნულ ვადამდელ არჩევნებს პატივს სცემს და მის შედეგებს მიიღებს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)