|
2017-10-31 13:06:40, 7620 ნახვა
მსოფლიო
საბერძნეთის პოლიცია საქართველოს მოქალაქეების ფოტოებს აქვეყნებს, რომლებიც მოხუცებს აყაჩაღებდნენ
ბერძნულმა მედიამ საქართველოს 8 მოქალაქის ფოტო გამოაქვეყნა, რომლებმაც ათენში 85 წლის ქალი დააყაჩაღეს, - ინფორმაციას და ფოტომასალას სააგენტო newsit.gr პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. მედია დაკავებულებს არაკეთილსინდისიერ და ყაჩაღ ადამიანებად მოიხსენიებს. მედიის ცნობით, დაკავებულთა შორის ქალებიც არიან. სამართალდამცველების განცხადებით, დაკავებულები მიზანმიმართულად ხანში შესული ადამიანების საცხოვრებელ სახლებში შედიოდნენ. "თავს წარადგენდნენ, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებად, რის შემდეგაც ძარცვავდნენ", - აცხადებენ ათენის პოლიციაში. როგორც სააგენტო წერს, დაჯგუფებას საბერძნეთის მასშტაბით არაერთი ქურდობა აქვს ჩადენილი. ამასთან, ბერძნული მედია უთითებს, რომ ათენის სასამართლოს გადაწყვეტილებით და 2010 წელს მიღებული კანონით, მათ ბოროტმოქმედების ფოტოების გავრცელების უფლება აქვთ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|













epn.ge (@expressnews.ge)