|
2017-10-30 16:20:46, 2723 ნახვა
მსოფლიო
ტრამპმა რუსეთთან მის შესაძლო კავშირზე გამოძიებას „კუდიანებზე ნადირობა“ უწოდა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთთან მისი შესაძლო კავშირის საქმის გამოძიებას „კუდიანებზე ნადირობა“ უწოდა, - ამის შესახებ პრეზიდენტი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს. ამასთან, ტრამპმა მის წინააღმდეგ დოსიეს შედგენაში მისი ყოფილი ოპონენტი დემოკრატიული პარტიიდან, ქვეყნის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი დაადანაშაულა. "ისე იბრძვიან, როგორც აქამდე არასდროს უბრძოლიათ. დემოკრატიული პარტია და ჰილარი კლინტონი არიან დამნაშავეები. მოვუწოდებ რესპუბლიკელებს რამე ქნან", - წერს ტრამპი. ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სპეციალური პროკურორის - რობერტ მიულერის საქმეში ნაფიცმსაჯულთა ჟიურიმ პირველი ბრალდებები დაამტკიცა. მიულერი აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეს იძიებს. ჯერჯერობით უცნობია, რა ბრალდებებზეა საუბარი და ვის წინააღმდეგაა ისინი მიმართული.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)