|
2017-10-30 15:33:00, 2313 ნახვა
მსოფლიო
ჟურნალისტი ეკატერინა გორდონი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას აპირებს
რუსი ჟურნალისტი და უფლებადამცველი ეკატერინა გორდონი ქვეყანაში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას აპირებს, - ამის შესახებ Ria იუწყება. "მე ვიქნები ალბათ ერთადერთი კანდიდატი, რომელმაც პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, არ შეათანხმა არჩევნებში მონაწილეობა. არასდროს არ მივსულვარ არჩევნებზე, ხოლო ახლა გადავწყვიტე, რომ ჩვენი ქალების ხმა მივაწვდინო ყველას. რუსეთი მარტოხელა დედების ქვეყანაა... მე მათი ხმა ვიქნები", - განაცხადა გორდონმა. თავის საარჩევნო პროგრამაში ჟურნალისტი ყურადღებას გაამახვილებს ქალებისა და ბავშვების უფლებებზე. გორდონმა აღნიშნა, რომ ის 10 წელია ჟურნალისტიკითაა დაკავებული. ქალებისა და ბავშვების უფლებების დაცვა გორდონის საარჩევნო კამპანიის მთავარი იდეა იქნება. "რუსეთი მარტოხელა დედების ქვეყანაა... მე მათი ხმა ვიქნები", - განაცხადა გორდონმა. ცნობისთვის, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის მარტშია დაგეგმილი.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)