|
2017-10-30 11:44:35, 2103 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე ნუცუბიძეზე მომხდარ ფაქტზე: მაქვს ინფორმაცია, რომ ჩანაწერები არსებობს
თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი კახი კალაძე ნუცუბიძის ფერდობზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, წინასწარი შეფასებისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ გამოძიების შედეგებს უნდა დაელოდონ: „ინფორმაცია ჩანაწერთან დაკავშირებით მაქვს, რომ არსებობს ჩანაწერები. დაველოდოთ გამოძიებას“, - განაცხადა კახი კალაძემ. შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, საღამოს, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეებმა მეზობლური კონფლიქტის ფაქტზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. შემთხვევის ადგილზე მისულმა პატრულ-ინსპექტორებმა კონფლიქტი განმუხტეს და კანონით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება დაიწყეს, რა დროსაც მათთან, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი მივიდა. „იგი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა და შეურაცხყოფას აყენებდა მოქალაქეს, რომელმაც საპატრულო პოლიცია გამოიძახა, ასევე, გარშემო მყოფ პირებს და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს. პატრულ-ინსპექტორებმა მამაკაცს არაერთგზის მოუწოდეს წესრიგისა და კანონის დაცვისკენ, თუმცა იგი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და კიდევ უფრო აგრესიული გახდა. აღნიშნული პირის, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს, იგი უეცრად შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჩატარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. თვითმხილველების თქმით, დაკავებისას მამაკაცი ამბობდა, რომ ცუდად იყო, თუმცა არ დაუჯერეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, ნუცუბიძის მე-4 პლატოზე ახალგაზრდა მამაკაცის დასახმარებლად სასწრაფო დახმარების ბრიგადა პირველად სწორედ პატრულ-ინსპექტორმა გამოიძახა. საქმეს მთავარი პროკურატურა იძიებს, რომელიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გამოძიების მიმდინარეობაზე ინფორმაციას ავრცელებს და დამატებით განმარტავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოსამართლის განჩინების საფუძველზე ამოღებული იქნა უშუალოდ ინციდენტის დროს, ადგილზე გამოძახებული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის სამხრე კამერებისა და საპატრულო ავტომანქანაზე დამონტაჟებული კამერის ჩანაწერები, ასევე დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია, სადაც აღმოჩნდა გარე პერიმეტრის მხოლოდ ერთადერთი ვიდეოკამერა, ამოღებული იქნა შესაბამისი ვიდეოჩანაწერი, თუმცა იგი არ ფარავს პ.პ-ს ადმინისტრაციულად დაკავების ადგილს. პროკურატურის ცნობითვე, სამხრე კამერების მიერ ნუცუბიძეზე მომხდარი ინციდენი და პირის დაკავება დაფიქსირებული არ არის. კერძოდ, უწყებაში ამბობენ, რომ ერთ–ერთმა პატრულ ინსპექტორმა სამხრე კამერა მხოლოდ მამაკაცის შეუძლოდ გახდომისა და ადმინისტრაციული წესით დაკავების შემდეგ ჩართო, მეორე ინსპექტორის სამხრე კამერა კი ჩართული საერთოდ არ ყოფილა.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)