11:58 - 19 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-27 19:04:18, 3071 ნახვა

მსოფლიო
ესპანეთმა კატალონიას ავტონომია ჩამოართვა

ესპანეთის სენატმა კონსტიტუციის 155-ე მუხლი, რომელიც კატალონიისთვის ავტონომიის ჩამორთმევას გულისხმობს, აამოქმედა, - ამის შესახებ El Pais იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, კატალონიისთვის ავტონომიის ჩამორთმევას და ესპანეთის პირდაპირი მმართველობის დაწესებას მხარი 214 სენატორმა დაუჭირა, 47 სენატორი კი, წინააღმდეგი იყო.  კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი მხოლოდ ერთმა სენატორმა შეიკავა.

155-ე მუხლის თანახმად, მისი ამოქმედება შესაძლებელია მაშინ, როდესაც ავტონომიის სტატუსის მქონე რეგიონი ქვეყანაში არეულობას ბადებს. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 155-ე მუხლი 28 ოქტომბერს ამოქმედდებოდა.

ცნობისთვის, კატალონიის პარლამენტმა ფარული კენჭისყრა ჩაატარა, რა დროსაც 72 დეპუტატმა დამოუკიდებლობის შესახებ რეზოლუციის მიღებას მხარი დაუჭირა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზახაროვა: რუსეთისა და საქართველოს ხალხებს ერთმანეთი ენატრებათ
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
დააკავეს პირი, რომელმაც მაღაზიიდან კომპიუტერულ ტექნიკა მოიპარა
ტრამპი აცხადებს, რომ მისი შვილი დააბრუნებს იმ თანხას, რომელიც რუსმა ოლიგარქმა ქორწილში დახარჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics