|
2017-10-27 14:15:07, 2125 ნახვა
კომენტარი
რომან გოცირიძე ლარის გაუფასურებაში ხელისუფლებას და ეროვნულ ბანკს ადანაშაულებს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ლარის კურსის გაუფასურებაში ხელისუფლებას და ეროვნულ ბანკს ადანაშაულებს. როგორც გოცირიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ხელისუფლება 2016 წელს დაშვებულ შეცდომებს იმეორებს. "მაშინ, როდესაც სხვადასხვა მიზეზის გამო (ძირითადად, ხელისუფლების ფისკალური და მონეტარული ქცევით გამოწვეული) არსებობდა ლარის გაუფასურების რისკები, მთავრობამ კვლავ გადადგა უპასუხისმგებლო ნაბიჯი. კვლავ გაასესხა ხაზინის ფული 50 მილიონი ლარის ოდენობით კომერციულ ბანკებზე. დღეისათვის, მთავრობის მიერ ბანკებზე გაცემული სესხები 635 მილიონი ლარია, მათ შორის 450 მილიონი ლარი - ბოლო ოთხი თვის განმავლობაში. ასევე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხები შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და მან 1,7 მილიარდ ლარს მიაღწია (1,145 მილიარდი ლარი 2016 წლის ოქტომბრის ბოლოს). მთავრობისთვის და ეროვნული ბანკისთვის ცნობილი იყო, რომ ბიუჯეტის ხარჯები გეგმისგან აცდენილი იყო დაახლოებით 400 მილიონი ლარით და წლის ბოლომდე საჭირო იქნებოდა მისი "გაწოვა" ბოლო კვარტალში ტრადიციულად დიდ ხარჯებთან ერთად. მთავრობა და ეროვნული ბანკი იმეორებს შარშანდელ შეცდომებს, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა. ჯერ კიდევ არის გამოსავალი. ამას ჭკუა სჭირდება და პოლიტიკური ნება", - წერს გოცირიძე. ცნობისთვის, ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს. 1 დოლარი დღეს, 2.5496 ლარი ღირს. რაც შეეხება ევროს, ლარმა მასთან მიმართებაში გაუფასურების ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. 1 ევრო დღეს, 3.0111 ლარი ღირს.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)