|
2017-10-26 17:53:34, 2063 ნახვა
კომენტარი
სოფიო კილაძე: ასეთი ტრაგედიების საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, ამორალურია
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის განცხადებით, ნუცუბიძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ფაქტი პოლიტიკოსებმა საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის არ უნდა გამოიყენონ. როგორც კილაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში აღნიშნა, უდანაშაულობის პრეზუმფცია ყველა ადამიანზე თანაბრად ვრცელდება და გამოძიების დასრულებამდე დასკვნების გამოტანა მიზანშეუწონელია: „ეს ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის არ შეიძლება გამოიყენოს ადამიანმა. ამიტომ, მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, პოლიტიკოსებს, უფრო ფრთხილად მოვეკიდოთ ადამიანის უფლებებს იმიტომ, რომ ყველა ადამიანს აქვს თანაბარი უფლება და ყველაზე თანაბრად ვრცელდება უდანაშაულობის პრეზუმფცია და ასეთი ტრაგედიების გამოყენება საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის, არაკანონიერებას რომ თავი დავანებოთ, ამორალურია. ყველა ადამიანის უფლება უნდა გვაღელვებდეს“,-აღნიშნა სოფიო კილაძემ. მთავარი პროკურატურამ ნუცუბიძის მე-4 პლატოზე მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ გამოძიების ამ ეტაპზე უკვე გამოიკითხნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, თვითმხილველი მოწმეები და გარდაცვლილის ოჯახის წევრები. „საქართველოს პროკურატურამ, 2017 წლის 25 ოქტომბერს მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ქ. თბილისში, ნუცუბიძის ფერდობზე მოქალაქე პ.პ.-ს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის შესაძლო ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით. საქმეზე დაგეგმილია და მიმდინარეობს ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად. კერძოდ: გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა; მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები საქმესთან კავშირში მყოფი ვიდეოჩანაწერების მოპოვების მიზნით. გამოძიების ამ ეტაპზე უკვე გამოიკითხნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, თვითმხილველი მოწმეები და გარდაცვლილის ოჯახის წევრები. საქმეზე მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. გამოძიების შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)