|
2017-10-25 22:43:34, 2116 ნახვა
კომენტარი
მარგველაშვილი: ბუდისტურ-ნირვანისტური პრეზიდენტი თუ ჰგონიათ არბიტრი, ეს არასწორია
„როდესაც ვსაუბრობთ პოლიტიკურ არბიტრზე და ზეპოლიტიკურ ფიგურაზე, ეს იოლი არ არის, იმიტომ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც შენ ვინმეს ნებას არ იმეორებ, მეორე მხარე გაკრიტიკებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა განმარტა, ოპოზიციასთან დიალოგის მაგიდის შექმნის გამო, მას ხელისუფლება აკრიტიკებდა, ხოლო როდესაც კონსტიტუციას მოაწერა ხელი, ოპოზიციამ გააკრიტიკა. „პირველ შემთხვევაში, როცა ოპოზიციასთან დიალოგის მაგიდა შევქმენი, მაკრიტიკებდა ხელისუფლება, რომ როგორ ვესაუბრები ოპოზიციას, მეორე სერიაში, როდესაც მე ხელი მოვაწერე კონსტიტუციას, მაკრიტიკებდა ოპოზიცია. ასე რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პოლიტიკურ არბიტრზე და ზეპოლიტიკურ ფიგურაზე, ეს იოლი არ არის, ამ დროს ყველა გაკრიტიკებს. იმიტომ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც შენ ვინმეს ნებას არ იმეორებ, მეორე მხარე გაკრიტიკებს. ეს ისევეა, როგორც გარკვეულწილად მომრიგებლობა, მოსამართლეობა, როდესაც რაღაცას ისეთ აკეთებ, რომ რომელიმე მხარეს არ მოსწონს, ბუნებრივია აქ მოდის კრიტიკა. ასე რომ თუ ვინმეს მიაჩნია, რომ არბიტრი ცოტა ნირვანაში მყოფი პოლიტიკური ფიგურა უნდა იყოს, რომელმაც არ უნდა იცოდეს, წარმოდგენა არ უნდა ჰქონდეს, რა ხდება თურმე პოლიტიკურ რეალობაში, კომენტარს არ უნდა აკეთებდეს, უნდა ამბობდეს, რომ ეს მე არ მეხება, პოლიტიკა მე არ მეხება, ცოტა ბუდისტურ-ნირვანისტური პრეზიდენტი თუ ჰგონიათ არბიტრი, მაშინ ეს არის არასწორი. ასეთი მძიმე გამოცდილება ყველა პრეზიდენტს უდგება, როდესაც ამა თუ იმ მხარეს მხარი უნდა დაუჭიროს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)