|
2017-10-25 22:00:30, 2237 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი: როდესაც არ შევედი საკონსტიტუციო კომისიაში, ეს იყო ღიად წასვლა იმ პროცესის წინააღმდეგ, რომლის ბოლოც კარგად ვიცოდი
როდესაც არ ჩავერთე საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში, ეს იყო ღიად წასვლა იმ პროცესის წინააღმდეგ, რომლის ბოლოც მე კარგად ვიცოდი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მან პირველივე დღიდან დაინახა, რომ არსებობდა კონსტიტუციის შეცვლის მოტივაცია საზოგადოებასთან კონსულტაციისა და დისკუსიის გარეშე. „ეს ნაბიჯი იყო ძალიან მძიმე, იმიტომ, რომ ასეთ ნაბიჯს როცა დგამ, ბუნებრივია მთელი ეს დაპირისპირება რაღაც პერიოდის განმავლობაში ჩემს წინააღმდეგ იყო წამოსული. ამ ნაბიჯის შინაარსი ვიცოდი, იმიტომ რომ ფაქტიურად ყველა წავიდა და მონაწილეობა მიიღო ამ კომისიაში, მერე ყველა გამოვიდა იქედან და ამ კომისიამ მიიღო ის სახე, რაც სამწუხაროდ იყო. მე ვამბობდი, რომ არ შეიძლება კომისიაში შეხვიდე წინაპირობების გარეშე. ეს გამოცდილება ყოველ ჩვენთაგანს, იმ ადმიანებს, სტრუქტურებს, ჯგუფებს, რომლებიც მონაწილეობდნენ კომისიაში, ალბათ დააფიქრებს, სამომავლოდ, შეიძლება კი, მე კომისიის წევრი გავხდე ყოველგვარი წინაპირობის გარეშე იმის გათვალისწინებით, რომ მე კომისიაში შევალ, დაფიქსირდება, რომ შიგნით ვმოღვაწეობ და მერე არავინ არ შემეკითხება საბოლოო შედეგს. ალბათ ის ადამიანები, ვინც მანამდე მთელი რამდენიმე თვის განმავლობაში მაკრიტიკებდნენ, რომ რა კარგი იქნებოდა, იქ ვყოფილიყავი, როდესაც დატოვეს მათ ეს კომისია, როდესაც ხელი არ მოაწერეს საბოლოო დოკუმენტს, როდესაც თავი დაინახეს მოტყუებულად, ალბათ იმ მომენტში იფიქრეს, რომ მე არ უნდა შევსულიყავი კომისიაში. ალბათ მომავალში, როდესაც დაუძახებენ რომელიმე კომისიაში ისინი კითხვას დასვამენ - კი მაგრამ რა პრინციპით ვმუშაობთ? ეს იყო რის გამოც მე არ შევედი კომისიაში და ეს იყო მძიმე გადაწყვეტილება, მაგრამ პირველი დღიდან დავინახე, რომ არსებობს მოტივაცია შეიცვალოს კონსტიტუცია საზოგადოებასთან კონსულტაციისა და დისკუსიის გარეშე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)