|
2017-10-25 10:01:53, 1895 ნახვა
კომენტარი
მეჭიაური ქუცნაშვილზე: ერთხელ დავიჭერ და ავანგრევ იმ ცხვირ პირს
„ერთიანი საქართველოსთვის“ თიანეთის მერობის კანდიდატი, თამაზ მეჭიაური ზაქარია ქუცნაშვილის ბრალდებებს ეხმაურება. „არჩევანთან“ საუბარში თამაზ მეჭიაური სიცრუეს უწოდებს ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც „ქართულ ოცნებაში“ მეჭიაური მან მიიყვანა. მეჭიაურმა ყოფილი თანაგუნდელი მწვავედაც გააკრიტიკა: „პატრიარქი არ მიხსენებია, რას დაჭორაობს ეგ, მე ვთქვი, რომ ბიძინა ივანიშვილმა მთხოვა, ცოტა კატეგორიულად და მასთან ურთიერთობის გაფუჭებას ვამჯობინე ასეთი ნაძირალა გამხდარიყო დეპუტატი. რაც შეეხება ჩემს წარსულს, ოროთახიანი ხრუშჩოვკიდან წამოვიყვანე, მაგან კიარ მიმიყვანა, მე მივიყვანე პარლამენტში. 1995 წელს, როდესაც მე პირველად გავხდი პარლამენტარი, ეგ მყავდა ქაღალდების დამტარებლად საოლქო კომისიაში და ისიც ბოლომდე ვერ მიიყვანა. მაჟორიტარ ფრაქციაში იმიტომ შევედი, რომ იმ 4 კაციდან აპარატს რომ ეკუთნოდა, ერთი მაგისთვის, იურისტის ადგილი გამეკეთებინა. გავუკეთე, დამითმეს ეგ და იმის შემდეგ ერთ წელში უკვე გამყიდა. ვახტანგ რჩეულიშვილს რომ დავუპირისპირდი, ზუსტად იქ გამყიდა მაგან და დაარქვეს “პავკა მაროზოვი“ მაგის გამო. ორჯერ ვიყავი დეპუტატი და მესამე დეპუტატობაზე ჩემი მოწინააღმდეგის შტაბის უფროსად მომევლინა იმის სანაცვლოდ, რომ სიაში ჩაწერეს. ვის ჭირს მაგის მოსაყვანი. სად მნახა ჯერ ერთი მთვრალი მაგ ნაძირალამ. მე ქეიფიც ვიცი, კაპოტზეც მიქეიფია, მაგრამ მთვრალი კაციშვილს არ ვუნახივარ. მთიელობას რო იბრალებს ეგ კურდღელი, რისი მთიელია ეგ. იმდენ კაცს დააბრალა რაღაც, ახლა ღამეც ვეღარ შემოიპარება. ამის შემდეგ თიანეთში საერთოდ ვეღარ შემოვა. ეს კაცუნა დადის და სხვებზე ლაპარაკობს. ერთხელ დავიჭერ და ავანგრევ მაგ ცხვირ პირს მაგას“,-განაცხადა თამაზ მეჭიაურმა. მან ზაქარია ქუცნაშვილის ქონებაზეც ისაუბრა: „პირველი დეკლარაცია რომ შეავსო , პირველი რაც ჩაწერა, ცოლის მზითევი იყო - "ჟილაია" და "სპალნა", თან დიდი თანხები მიუწერა, რომ ძალიან ძვირი იყო. მეტი არაფერი ჰქონდა ჩასაწერი, ოროთახიანი "ხრუშჩოვკიდან" მივიყვანე პარლამენტში, ახლა გადახედეთ მაგის დეკლარაციას, ტომებია უკვე“, - აღნიშნა თამაზ მეჭიაურმა.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)