|
2015-05-03 15:53:58, 706 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მონაწილეობა მიიღო აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ყოველწლიურ შეხვედრაში, რომელიც ბაქოში ოფიციალურად გაიხსნა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ასევე შეხვდა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ვიცე-პრეზიდენტს, ქეი იანაგისავას. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-იაპონიის ორმხრივი ურთიერთობები და JICA-ს მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტები. ფინანსთა მინისტრმა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემოს შესახებ, ასევე ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრების თაობაზე. იმსჯელეს ეკონომიკის ისეთ პრიორიტეტულ სფეროებში, როგორებიცაა: ენერგეტიკა, ტურიზმი, ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, საინვესტიციო პოტენციალის გამოყენებისა და სამომავლო თანამშრომლობის პერპექტივებზე. დღესვე, ბაქოში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)