10:10 - 19 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-17 12:08:13, 2321 ნახვა

მსოფლიო
ესპანეთის სასამართლომ ორი კატალონიელი სეპარატისტი წინასწარ პატიმრობაში დატოვა

ესპანეთის სასამართლომ ორი კატალონიელი სეპარატისტი წინასწარ პატიმრობაში დატოვა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული ნაციონალისტური ორგანიზაცია Omnium Cultural-ის ხელმძღვანელი ჟორდი კუიშარსია, ხოლო მეორე პირი „კატალონიის ეროვნული ასამბლეის“ მეთაური ჟორდი სანჩესი.

ოფიციალური მადრიდი მათ ხელისუფლების წინააღმდეგ ამბოხის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს. დაკავებულები ე.წ. დამოუკიდებლობის რეფერენდუმის მთავარ ორგანიზატორებად ითვლებიან.

მედიის ცნობით, ამავე დანაშაულში ეჭვმიტანილი კატალონიის პოლიციის უფროსი ხოსეპ ლუის ტრაპერო, სასამართლომ არ დააპატიმრა, თუმცა ტრაპეროს პასპორტი ჩამოართვეს და ესპანეთის ტერიტორიის დატოვება აუკრძალეს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ
საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში დიზელის დეფიციტის გამო საწვავის კრიზისი დაიწყო
მაკრონმა საფრანგეთის ინფრასტრუქტურის დრონებით თავდასხმებისთვის მზადყოფნის ბრძანება გასცა
რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი რეჟისორი ზვიაგინცევი „უცხოელი აგენტად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics