10:09 - 19 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-16 18:50:31, 2307 ნახვა

მსოფლიო
ერაყის ქურთისტანი ოფიციალურ ბაღდადს ომის გამოცხადებაში სდებს ბრალს

ერაყის ქურთისტანი ოფიციალურ ბაღდადს ომის გამოცხადებაში სდებს ბრალს, - ამის შესახებ Rudaw იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, პეშმერგა (ქურთების ე.წ. სამთავრობო ძალები) აცხადებს, რომ ერაყის ხელისუფლება "დიდ ფასს გადაიხდის".

"ერაყის სახელმწიფო არმიის მიერ ჩვენს (ქურთების) მიერ კონტროლირებად პროვინცია კირკუკში შესვლა პრაქტიკულად ომის გამოცხადების ტოლფასია. ვაფრთხილებთ ერაყის პრემიერ-მინისტრს, რომ დიდი ფასის გადახდა მოუწევთ", - აცხადებენ ერაყის ქურთისტანში.

შეგახსენებთ, რომ 25 სექტემბერს ერაყის ქურთისტანის რეგიონში რეფერენდუმი ჩატარდება. კერძოდ კი, ქურთისტანის რეგიონის მოსახლეობამ მხარი დაუჭირა ერაყისგან გამოყოფის საკითხს. რეფერენდუმის შედეგად დადგინდა, რომ მოსახლეობის 92% -მა დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. რეფერენდუმს მსოფლიოს მასშტაბით ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა. ქურთისტანის რეგიონის ერაყისგან გამოყოფას უარყოფითად აფასებს გაეროც. გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ ეს პროცესი “ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლას ხელს უშლის. რეფერენდუმის ჩატარების გადაწყვეტილება ერაყის ქურთისტანის პარლამენტმა 15 სექტემბერს მიიღო. კენჭისყრა რეფერენდუმის შესახებ 2-წლიანი პაუზის შემდეგ განახლდა. პლებისციტის ჩატარებას მხარი 68 დეპუტატიდან 65-მა დაუჭირა.

ცნობისთვის, ერაყის ქურთისტანი არაოფიციალური სახელწოდებაა. ის ერაყის ჩრდილოეთით მდებარეობს და ქვეყნის ერთადერთ ავტონომიურ რეგიონს წარმოადგენს. ადგილობრივი ხელისუფლების სათავეში კი, მასუდ ბარზან დგას.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ
საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში დიზელის დეფიციტის გამო საწვავის კრიზისი დაიწყო
მაკრონმა საფრანგეთის ინფრასტრუქტურის დრონებით თავდასხმებისთვის მზადყოფნის ბრძანება გასცა
რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი რეჟისორი ზვიაგინცევი „უცხოელი აგენტად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics