|
2017-10-13 14:45:09, 2052 ნახვა
კომენტარი
ბოკუჩავა „ოცნებას“: ასახეთ ერთი კაცის ხუშტური კონსტიტუციაში და ამას ქართველი ხალხის ნება დაარქვით
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, მმართველი გუნდი ახალ კონსტიტუციაში, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის "ხუშტურებს" ასახავს. როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, მოსახლეობის 90% ამბობს, რომ პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით სურს. "უმრავლესობის წარმომადგენლებიდან ერთი ადამიანი ვისაც შემიძლია, რომ დღევანდელი დისკუსიის განმავლობაში დავეთანხმო ეს არის ბატონი ვანო ზარდიაშვილი. ბატონმა ვანომ აღნიშნა, რომ - "ჩვენ ("ქართული ოცნება“) შევძელით ის, რაც აქამდე ვერავინ შეძლოო". ნამდვილად თქვენ შეძელით ის, რაც აქამდე ვერავინ შეძლო. თქვენ შეძელით ის, რომ რადიკალურად განსხვავებული და დაპირისპირებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პარტიები პარლამენტს შიგნით. ისევე როგორც მის გარეთ. ვთანხმდებით, რომ ეს კონსტიტუციის დოკუმენტი არის ქვეყნისთვის საზიანო. თქვენ შეძელით ის, რომ პრეზიდენტი, რომელიც თქვენი პოლიტიკური გუნდის სახელით აირჩა, ეთანხმება სრულიად ოპოზიციურ სპექტრს და აჟღერებს მათ პოზიციას დღევანდელი მოტივირებული შენიშვნების სახით. თქვენ შეძელით ის, რომ თვეების განმავლობაში ამუშავეთ საკონსტიტუციო კომისია, ჩაატარეთ საჯარო საყოველთაო განხილვები, გაუგზავნეთ ვენეციის კომისიას ერთი დოკუმენტი და შემდგომ, სრულიად იგნორირება მოახდინეთ ამ პროცესის, მათ შორის საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის შედეგს, ისევე როგორც ვენეციის კომისიის დასკვნას. შეძელით და დახურულ კარს მიღმა, მოტყუებით, მალულად სრულიად განსხვავებული დოკუმენტი გამოიტანეთ პარლამენტში. გამოკითხვის შედეგად მოსახლეობის 90% ამბობს, რომ პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით სურს. სამაგიეროდ ივანიშვილს არ სურს პირდაპირი გზით არჩეული პრეზიდენტი, რომელიც შესაძლოა მას კვერი არ დაუკრას, როგორც ეს მოხდა ამ პრეზიდენტის შემთხვევაში. თქვენ ასახეთ ამ ერთი კაცის ხუშტური კონსტიტუციაში და ამას დაარქვით ქართველი ხალხის ნების ასახვა. ნამდვილად უპრეცენდენტო მიღწევაა და მინდა დავეთანხმო ბატონ ვანოს", - განაცხადა ბოკუჩავამ. დეპუტატმა ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას მიმართა: "როდესაც ქალბატონი ეკა ბესელია საუბრობს იმაზე, რომ "პიროვნებების დანახულ ოცნებებს ერგებოდა კონსტიტუციებიო" - ქალბატონო ეკა თქვენ გულწრფელად არ გახსენდებათ ბიძინა ივანიშვილი და მისი დანახული ოცნებები, როდესაც ამ კონსტიტუციის დოკუმენტს უყურებთ ?! იმიტომ, რომ ეს სხვა არაფერია, გარდა მისი დანახული ოცნებისა, რომ 2030 წლამდე ყველა გზით, მათ შორის კონსტიტუციის მთლიანად საკუთარ თავზე მორგებით დარჩეს ძალაუფლებაში", - მიმართა ბოკუჩავამ ბესელიას.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)