|
2015-05-01 13:12:45, 853 ნახვა
ეკონომიკა
„ვენდი“ ქათმის მენიუზე ერთთვიან საგაზაფხულო აქციას იწყებს
ამერიკული რესტორნების ქსელი „ვენდი“, დღეიდან, ქათმის მენიუზე ერთთვიან საგაზაფხულო აქციას იწყებს და ქათმით მომზადებულ უგემრიელეს ბურგერებს, ვრეპებს, სალათებსა და ნაგეტსებს მომხმარებელს ნახევარ ფასში სთავაზობს. „ამერიკული რესტორნების ქსელი „ვენდი“ მუდმივად ცდილობს ერთგული მომხმარებელი საინტერესო შეთავაზებებითა და სიახლეებით გაანებივროს. ქათმის ფესტივალი „ვენდის“ ერთგულ მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს „ვენდის“ საფირმო ქათმის პროდუქტები ნახევარ ფასად დააგემოვნოს და კომბო მენიუს შეძენის შემთხვევაში სათამაშო ზონის ჟეტონებითაც გაიხალისოს „ვენდიში“ გატარებული დრო“, - აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე. საგაზაფულო აქციის ფარგლებში „ვენდის“ უგემრიელესი ქათმის პროდუქტების, როგორიცაა გრილზე შემწვარი ქათმის ბურგერი, ცხარე ქათმის ბურგერი, გრილზე შემწვარი ქათმის ვრეპი, ცხარე ქათმის ვრეპი, ცეზარის სალათი და ქათმის ნაგეთსები, ფასები 2.90 ლარიდან დაიწყება. „ვენდის“ ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება „ვისოლ ჯგუფმა“ 2013 წელს დაიწყო და დღეს „ვენდის“ რესტორნები თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ვაკეში, სამების ტაძრის გვერდით და საბურთალოზე, ცინცაძის ქუჩა #37-ში მდებარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)