|
2017-10-12 19:26:14, 2099 ნახვა
პოლიტიკა
მმართველი გუნდი პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება
მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ პოზიტიური ცვლილებები ნებისმიერ შემთხვევაში აისახება კონსტიტუციაში: „იძულებული ვართ, ხვალ გადავლახოთ, დავძლიოთ ვეტო და ეს ასეც მოხდება, პოზიტიური ცვლილებები ნებისმიერ შემთხვევაში აისახება კონსტიტუციაში. საქართველოს ექნება ძალიან კარგი, დახვეწილი კონსტიტუცია, რომელსაც ირიბად თქვენც აღიარებთ, მაგრამ ვერ ვხდებით როგორ, საუბრებში“,-მიმართა მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან ანა დოლიძეს. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ვეტო დაადო. გიორგი მარგველაშვილმა დოკუმენტი პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით უკან დაუბრუნა. პრეზიდენტის შენიშვნებში კონსტიტუციის პროექტის 6 პუნქტი მოხვდა. ესენია: ბონუსების და ბლოკების სისტემა, საკონსტიტუციო სასამართლო, აღმსარებლობის თავისუფლება, პროპორციული არჩევნების დანიშვნა 2020 წლისთვის და პრეზიდენტის არჩევის წესი. "დღეს მე და გადავგზავნი საქართველოს პარლამენტში კონსტიტუციასთან მიმართებაში მოტივირებულ შენიშვნებს. მოტივირებული შენიშვნები ამ კონკრეტულ შემთხვევაში განსაკუთრებულად დაიწერა. თუ აქამდე მოტივირებულ შენიშვნებს ვწერდით ჩვენი შეხედულებებიდან გამომდინარე, კონსტიტუციასთან მიმართებაში გადაწყდა, რომ ამოსავალი ყოფილიყო ის მთავარი, რის თაობაზეც ამ ერთი წლის განმავლობაში მუდმივად ვსაუბრობდი მეც და მთელი ქართული საზოგადოება. ეს არის კონსენსუსი, შეთანხმება და სწორედ შეთანხმების სულისკვეთებით დაიწერა ეს მოტივირებული შენიშვნები. მოტივირებულ შენიშვნებში პირველი ოთხი საკითხი არის თავიდან ბოლომდე მმართველი პარტიის, ”ქართული ოცნების” საკითხები. ის საკითხები, რომელიც ”ქართულმა ოცნებამ” ვალდებულებით აიღო ჩასასწორებლად ვენეციის კომისიასთან. ეს 4 საკითხი უცვლელად გადმოდის მოტივირებულ შენიშვნებში. ეს არის ბონუსის, ბლოკების, საკონსტიტუციო სასამართლოსა და აღმსარებლობის თავისუფლების საკითხები. მეხუთე საკითხიც ასევე ”ქართულ ოცნებას” ეკუთვნის. ეს საკითხია, რომელსაც საზოგადოებას ვესაუბრებოდით, თუნდაც საკონსტიტუციო განხილვების დროს, იმ პერიოდში, როდესაც გვქონდა შესაძლებლობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გვესაუბრა კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით. ეს არის 2020 წელს პროპორციული არჩევნების დანიშვნის საკითხი. ამ საკითხს ვინც იცნობს, იცის რომ მმართველ გუნდს კონსტიტუციის მიღების მომენტში აკლდა ხმები სწორედ ამ საკითხიდან გამომდინარე, მაგრამ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციასთან იქნა მიღწეული შეთანხმება, რომ ოპოზიციური ხმები იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნება" ამ საკითხის გატანას მხარს დაუჭერს, იქნება დამატებული. ბოლო საკითხი ეხება პრეზიდენტის არჩევის წესს. ამ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. აქაც გადავწყვიტე არ ვიყო ხისტი და ერთმნიშვნელოვნად არ იქნას წარდგენილი შეთავაზება და ის გადავდოთ მომავლისთვის. ჩვენ მივიღებთ კონსტიტუციას რომელსაც ექნება ოპოზიციის ხმები და მხარდაჭერა", - განაცხადა მარგველაშვილმა და პროცესში ჩართულ ყველა მხარეს მადლობა გადაუხადა. ცნობისთვის, მმართველი გუნდი პრეზიდენტს სთხოვდა, ვეტო დაედო მხოლოდ ვენეციის კომისიასთან შეთანხმებულ ორ საკითხზე. კერძოდ, საუბარი იყო ბონუსის გაუქმებასა და ბლოკების ერთჯერადად დატოვებაზე. თუმცა, გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით 117 ხმით დაამტკიცა, ხელი არ მოაწერა.
2027 წლიდან 70 წლამდე პირთა პენსია ₾20-ით გაიზრდება, 70 წელს ზემოთ - ₾60-ით - ბიუჯეტის პროექტი
GASOLINE - Reckless-ისა და Tegeta-ს ლიმიტირებული კოლექცია უკვე ხელმისაწვდომია
მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან - საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში
განათლების სამინისტრო - ინფორმაცია სკოლის ტერიტორიების გასხვისებასთან დაკავშირებით, არის სრული სიცრუე
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)