16:42 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-30 15:45:13, 821 ნახვა

ეკონომიკა
მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან - საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში

თიბისის მორიგი საერთაშორისო აღიარება The Digital Banker-ისგან 2026 წელს - ერთგული Visa Platinum საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დასახელდა.

ერთი გამჭვირვალე ყოველთვიური სააბონენტო მოდელის ფარგლებში, TBC Concept 360 აერთიანებს Visa-სა და Mastercard-ის სადებეტო ბარათებს, Turkish Airlines-თან თანამშრომლობით შექმნილ სამოგზაურო ბარათს, Ertguli საკრედიტო ბარათის ქეშბექს, პერსონალური ბანკირის კონსულტაციას, Visa Concierge-ის მომსახურებასა და მოგზაურობასთან დაკავშირებულ მრავალფეროვან უპირატესობებს.

მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის, რომელთა ცხოვრების სტილი ხშირ საერთაშორისო მოგზაურობას, პრემიუმ გამოცდილებებსა და ფინანსურ მოქნილობას მოიცავს, TBC Concept 360-ის საბარათე შეთავაზება აერთიანებს ყოველდღიურ ფინანსურ აქტივობასა და ცხოვრებისეულ ღირებულებებს ერთიან საბანკო გამოცდილებად.

საბარათე შეთავაზებების მიმართულებით გამოირჩევა ერთგული Visa Platinum საკრედიტო ბარათი, რომელსაც წლიური მომსახურების საკომისიო არ აქვს. აღნიშნული ბარათით, საქართველოში ნებისმიერ POS-ტერმინალზე  ყოველი გადახდისას, მომხმარებლები თანხის 2%-ს ქეშბექის სახით იბრუნებენ. თიბისის 5,000-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში კი,  ქეშბექის ოდენობა 12%-მდე იზრდება.

The Digital Banker-ის საერთაშორისო ჯილდო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თიბისის მისიას - შექმნას ისეთი ციფრული პროდუქტები და სერვისები, რომლებიც მომხმარებლების რეალურ საჭიროებებსა და ფინანსურ მოთხოვნებს პასუხობს და მათ უმარტივებს ცხოვრებას.  





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო
ტერაქტის მცდელობა თუ პილოტების ჩხუბი კაბინაში - რა მოხდა Flydubai-ს რეისზე
₾100 ათასამდე შემოსავლის მქონე პირები ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ - პარლამენტმა კანონი მიიღო
2027 წლიდან 70 წლამდე პირთა პენსია ₾20-ით გაიზრდება, 70 წელს ზემოთ - ₾60-ით - ბიუჯეტის პროექტი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics