|
2017-10-12 11:46:31, 2076 ნახვა
კომენტარი
ხატიაშვილი: მამალაძის ადვოკატებს აიძულებენ, გათქვან ინფორმაცია, რომელიც დაცვის განხორციელების პროცესში მიიღეს
ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ზაზა ხატიაშვილმა მამა გიორგი მამალაძის ადვოკატებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა. როგორც ხატიაშვილმა აღნიშნა, პროკურატურა ადვოკატების დაშინებაზე გადავიდა, რის უფლებასაც მას არ მისცემენ. კერძოდ, ხატიაშვილის განმარტებით, ადვოკატებს აიძულებენ, გათქვან ინფორმაცია, რომელიც მათ დაცვის განხორციელების პროცესში მიიღეს. ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, არ დაუშვებს ადვოკატის კლიენტთა კონფიდენციალობის დაცვის პრინციპი ეჭვქვეშ დადგეს. „ჩემი შეფასებით, პროკურატურა სამართლებრივი შეგნებიდან გამოვიდა და სამარცხვინო ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. მან დაარტყა ადვოკატის ფუნდამენტურ პრინციპს, ადვოკატებს აიძულებენ, გათქვან ინფორმაცია, რომელიც მათ მიიღეს დაცვის განხორციელების დროს. სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლი, რომლითაც აღძრა საქმე პროკურატურამ, მიუთითებს, რომ სწორედ ადვოკატების წინააღმდეგ უნდათ ჩაატარონ ოპერაცია. მინდა, გავაფრთხილო პროკურორი, ვინც დაიწყო გამოძიება და რიგითი მურუსიძე, რომ ამას მოჰყვება ძალიან მწვავე რეაქცია. არ დავუშვებ, ადვოკატის კლიენტთა კონფიდენციალობის პრინციპი ზოგიერთი ვაი პროკურორის გადაწყვეტილების გამო ეჭვქვეშ დადგეს. თუ დავუშვით ნებისმიერი ადვოკატი შეიძლება დაკითხონ, ეს იქნება დაცვის ინტიტუტის მოსპობა, თუ პროკურატურას უფლება აქვს გაამჟღავნოს მტკიცებულებები გრიფით საიდუმლოს საქმეზე, თუ პროკურატურის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია არაა დანაშაული, რატომაა დანაშაული ის, რაც გააკეთა დამოუკიდებელმა ტელეკომპანიამ“,-განაცხადა ხატიაშვილმა. პროკურატურამ, მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, გამოძიების მონაცემების გახმაურების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, გამოძიება დაიწყო. „ბოლო პერიოდში სხვადასხვა მედია-საშუალებებში არაერთხელ გავრცელდა მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმის მასალები. აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოძიების მონაცემების გახმაურების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაწყებულია გამოძიება. საქმეზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს პროკურატურა“,-აღნიშნავენ მთავარ პროკურატურაში.
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
სეს: 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღვკვეთეთ
2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა - გადაკვალიფიცირდა მუხლი
ვეფხია კასრაძე მადლობას უხდის თანამებძოლებს, ვინც დაბადების დღე მიულოცა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)