|
2017-10-11 13:21:11, 1813 ნახვა
კომენტარი
ზურაბ ალავიძე: ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის განხორციელება წარმატებით მიმდინარეობს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის ინფორმაციით, ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის განხორციელება წარმატებით მიმდინარეობს. როგორც ალავიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დასრულდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პირველი - იურიდიული ეტაპი და დეკემბრის ბოლოს უკვე მშენებლობა დაიწყება: „როგორც მოგეხსენებათ, ანაკლიის პორტის მშენებლობა ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველაზე დიდ სტრატეგიულ პროექტებს შორის წამყვანი ადგილი უჭირავს ანაკლიის პორტის მშენებლობას. ამ პორტის აშენება მოგვცემს საშუალებას, გამოვიყენოთ მთელი სატრანზიტო პოტენციალი. პორტის მშენებლობის პროექტი წარმატებით მიმდინარეობს. დასრულდა ერთი ეტაპი, ეკონომიკის სამინისტრომ ბევრი იმუშავა და მივედით იქამდე, რომ უკვე დეკემბრის ბოლოს იწყება მშენებლობა. აქედან გამომდინარე, ეკონომიკის სამინისტრო და მთავრობაც ჩართულია ამ პროცესებში და ეს არის კერძო-საჯარო პარტნიორობის პროექტი. ვინაიდან გადავდივართ მშენებლობაზე, მთავრობის მხრიდან, ეკონომიკის სამინისტროდან რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადმოეცა პროექტი, დავიწყებთ მშენებლობის ფაზაზე მონიტორინგს. პროექტი მიმდინარეობს წარმატებით, საფინანსო ინსტიტუტებთანაც მოლაპარაკებებს კონსორციუმი ახორციელებს წარმატებით“, - აღნიშნა ზურაბ ალავიძემ.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)