21:45 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-11 12:25:11, 1603 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი: ნარმანიამ ჩუმად, ხანდახან სამართლიანი, მაგრამ ძირითადად უსამართლო კრიტიკის მიუხედავად, ბევრი საქმე გააკეთა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი  დავით ნარმანიას დედაქალაქის მერის პოზიციაზე გაწეული საქმიანობისთვის მადლობას უხდის.

წულუკიანის შეფასებით, დავით ნარმანიამ ჩუმად, ხანდახან სამართლიანი, მაგრამ ძირითადად  ბევრი უსამართლო კრიტიკის მიუხედავად,  ბევრი საქმე გააკეთა:

„მინდა დავით ნარმანიას მადლობა გადავუხადო იმ საქმიანობისთვის, რაც მან ძალიან ბევრ შემთხვევაში კრიტიკის ქარცეცხლში, და ამ კრიტიკის მიუხედავად გასწია. ჩვენ თბილისელებს, ვინც აქ ვცხოვრობთ და ვართ ამომრჩევლები, გვქონია თბილისის მერიასთან, თბილისის მერთან სხვადასხვა კითხვები, პრობლემები, არ არსებობს თანამედროვე დედაქალაქი მსოფლიოში, სადაც მაცხოვრებლებს პრობლემები არ აქვთ. მაგრამ, დღეს მის საქმიანობას რომ ვაფასებ, მგონია, რომ ვარ ობიექტური. ვფიქრობ, ამ ადამიანმა ჩუმად, ხანდახან სამართლიანი, მაგრამ ძირითადად ბევრი უსამართლო კრიტიკის მიუხედავად, ძალიან ბევრი საქმე გააკეთა, რომელიც ის რომ აღარ იქნება მერი, უფრო უკეთესად გამოჩნდება. ჩვენ ვიტყვით, რომ ეს იყო პასუხისმგებლიანი ადამიანი, რომელიც არაპოლიტიზირებდა იმ საქმეს, რომელსაც ჩუმად და პროფესიონალურად აკეთებდა. ასევე მინდა იმედი გამოვთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ უკვე მისი შემცვლელი მერი, რომელსაც თბილისელები, ვინც იქნება ის, ნდობას გამოუცხადებს,  ამ საქმეს კიდევ უფრო მაღალ ხარისხში აიყვანს”,-განაცხადა თეა წულუკიანმა.

მას არ აქვს ინფორმაცია, ჩაანაცვლებს თუ არა გერმანიის ელჩის თანამდებობაზე დავით ნარმანია ევროპული სასამართლოს ახლადარჩეულ მოსამართლეს ლადო ჭანტურიას:

„რაც შეეხება დავით ნარმანიას მომავალს, მისი მომავალი პოზიციების, თუ შეთავაზებების შესახებ, გულწრფელად გეტყვით, ჩემთვის არაფერია ცნობილი. მაგრამ, სადაც არ უნდა იყოს ის, მე მას მთელი გულით წარმატებებს ვუსურვებ”,-აღნიშნა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics