04:25 - 03 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-11 11:50:25, 1947 ნახვა

კომენტარი
გორბაჩოვი: რუსეთს ბევრი „თავისი კატალონია“ აქვს

სსრკ-ის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი ესპანეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა, - ამის შესახებ Interfax იუწყება.

შესაბამისი განცხადება გორბაჩოვმა საკუთარი წიგნის "ოპტიმისტად ვრჩები" პრეზენტაციაზე გააკეთა.

"მე არ ვისაუბრებ ესპანეთის კატალონიაზე. არ ვისაუბრებ, იმიტომ, რომ რუსეთს ბევრი „თავისი კატალონია" აქვს, რომლებთანაც ჯერ კიდევ ბევრია მოსაგვარებელი", - განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. წინასწარი მონაცემებით, ესპანეთიდან გამოყოფას ამომრჩევლების 90%-მა დაუჭირა მხარი. ამასთან, ე.წ. რეფერენდუმი დაძაბულ ვითარებაში, შეტაკებების ფონზე წარიმართა. მომხდარი შეტაკების შედეგად, დაშავებულთა რიცხვი 893 შეადგენს, მათ შორის არიან სამართალდამცველებიც. კატალონიის რეგიონალურმა ხელისუფლებამ 2,300 საარჩევნო უბნის გახსნა მოახერხა, საიდანაც პოლიციამ 400-მდე საარჩევნო უბანი დახურა. ოფიციალური მადრიდი, ისევე როგორც ევროკავშირი პლებისციტს არ აღიარებენ და არაკანონიერს უწოდებენ. ამასთან, 10 ოქტომბერს კატალონიის მეთაურმა კარლეს პუჩდემონმა რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics