00:18 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-10 16:42:07, 2015 ნახვა

საზოგადოება
„პროტესტი ამით არ მთავრდება!“ - საკრებულოსთან ვითარება ამ დრომდე დაძაბულია

თბილისის საკრებულოსთან კვლავ დაპირისპირებაა.

„ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები შენობაში შესვლას ამჯერად ერთად ცდილობენ, თუმცა პოლიცია მათ აღნიშნულის საშუალებას არ აძლევს.

როგორც „ევროპული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ღირსეულ პოლიციელებს აიძულებს, დაარღვიონ კანონი და დაპირისპირებაში შევიდნენ პარლამენტარებთან.

„ეს მხოლოდ ერთადერთი ნიშანია, „ქართულ ოცნებას“ არანაირი რესურსი არ გააჩნია ხალხთან ურთიერთობის. ეს არის შეშინებული, დამწუხრებული, ამ უნამუსო კაბინეტში შეკეტილი პატარა ჯგუფი. დღეს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პროტესტი ამით არ მთავრდება. მთავარი პროტესტი არის 21 ოქტომბერს, როდესაც დავასრულებთ ამ უნამუსობას. უარს ვეტყვით ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას და პოლიტიკოსს, რომელიც კანონზე მაღლა დგას“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ცნობისთვის, საკრებულოს სხდომა ცოტა ხნის წინ დაიწყო, თუმცა დაპირისპირების გამო შეწყდა. სხდომაზე ერთმანეთს ოპოზიციისა და საკრებულოს უმრავლესობის წევრები დაუპირისპირდნენ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics