|
2017-10-09 13:53:06, 1766 ნახვა
კომენტარი
ქუმსიშვილი: სამთავრობო დანაზოგები მკვეთრადაა გაზრდილი
პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, პირველ ცხრა თვეში მიმდინარე ხარჯები 6,321.1 მლნ ლარს შეადგენს. მისი თქმით, შრომის ანაზღაურების სახით 78.4 მილიონი ლარით ნაკლები დაიხარჯა. შედეგად, მკვეთრად არის გაზრდილი სამთავრობო დანაზოგები, რომელმაც 2017 წლის გასულ პერიოდში დაახლოებით 1,300 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 100 პროცენტით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს. „მნიშვნელოვანად გაიზარდა კაპიტალური ხარჯები. სულ 9 თვეში ინფრასტრუქტურულ და საინვესტიციო პროექტებზე 1,934.5 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 395.2 მილიონი ლარით აღემატება. სულ 2017 წელს ინფრასტრუქტურულ და საინვესტიციო პროექტებზე 3 მილიარდ ლარზე მეტი მიიმართება", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. როგორც მან განმარტა, დადებითი ტენდენციაა ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა მიმართულებით. ქუმსიშვილის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში 29 პროცენტით გაიზარდა საქონლის ექსპორტი წინა წელთან შედარებით. „29 პროცენტით არის გაზრდილი ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს ფულად გზავნილებთან მიმართებაში, სადაც ზრდა 22 პროცენტს შეადგენს. ჯამში, მიმდინარე ანგარიშის ეს სამი ნაკადი - ექსპორტი, ტურიზმი და ფულადი გზავნილები 931 მლნ აშშ დოლარით ანუ 26%-ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რაც, ამ თვალსაზრისით, უპრეცედენტო ზრდა არის ისტორიულ პერსპექტივაში", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
(NS)
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)