16:40 - 15 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-30 16:32:59, 479 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს წარმომადგენლები აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, რეფორმების და განვითარების სააგენტოს, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის და ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის და თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს შსს-ს, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის და თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) შორის არსებული თანამშრომლობის, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების, საზღვრის ინტეგრირებული მართვისა და სასაზღვრო უსაფრთხოების საკითხები განიხლეს.

ასევე ისაუბრეს მიმდინარე პროექტებისა და თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივების შესახებ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარია: ივანიშვილის რეჟიმმა პარლამენტში ერთ ოპოზიციურ პარტიასაც კი ვერ აიტანა
ბიძინა ივანიშვილის შეურაცხყოფისთვის მალხაზ მაჩალიკაშვილი 1000 ლარით დააჯარიმეს
მაჭავარიანი- ხელისუფლება იცავს ყველაფერს, რაც ქართულ გენეტიკაშია კოდირებული
რეზო გიგინეიშვილმა მხარი დაუჭირა სინდისის პატიმარ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics